Wednesday, June 11, 2014

ვახტანგ ჭელიძე (1917- 2005 )
ბიოგრაფია

მწერალი, მთარგმნელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. 1948-52 წლებში იყო ,,საბლიტგამის” მთავარი რედაქტორი, შემდგომ ჟურნალების: ,,ნიანგის”, ,,ცისკრის” რედაქტორი. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი. მწერლის პირველი თარგმანებია  შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა” და ,,ვენეციელი ვაჭარი,, პირველი ორიგინალური ნაწარმოები კი – ბიოგრაფიული რომანი ,,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა”, რომელიც 1955 წელს გამოქვეყნდა. ვახტანგ ჭელიძეს თარგმნილი აქვს ინგლისურენოვანი ლიტერატურის წარმომადგენელთა თხზულებები. 1978 წელს სწორედ მთარგმნელობითი მოღვაწეობისათვის მიენიჭა მას ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. იგი იყო ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილების, ესეების ავტორი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს  მისი მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები”. 

1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
კოსტა ხეთაგუროვი (კონსტანტინე ხეთაგათი) (1859–1906)
ბიოგრაფია

პოეტი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე; ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი.

1871–81 წლებში ხეთაგუროვი სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ოსეთში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 

პოეტი რუსულსა და ოსურ ენებზე წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და სტატიებს. ბეჭდვითი ორგანოს არარსებობის გამო მისი ნაწარმოებები ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები იბეჭდებოდა გაზეთებში „სევერნი კავკაზი“, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც თავად გახლდათ და „კაზბეკ“–ში. 

კოსტა ხეთაგუროვს ეკუთვნის პოემები: „ყუბადი“, „მწყემსად“, „ფატიმა“ და სხვა. მან დაამკვიდრა ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები. მისი შემოქმედების ძირითადი თვისებაა ნოვატორობა. 

კოსტა ხეთაგუროვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ ხალხთან. ის პირადად იცნობდა ა. ყაზბეგს, მ. ყიფიანს, დ. არაყიშვილს, ი. იმედაშვილსა და სხვებს. ხეთაგუროვი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა. 

კოსტას ფერწერული ტილოები რამდენჯერმე იყო გამოფენილი ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს პორტრეტმა.

ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე. 

პოეტი დაკრძალულია ვლადიკავკაზში.
იოანე ზოსიმე (X საუკუნე)
ბიოგრაფია

პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი. 

მოღვაწეობდა ჯერ პალესტინაში, წმინდა საბას ლავრაში, შემდეგ–სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო. 

საბაწმინდის ლავრაში შეადგინა ლიტურგიკული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული სხვადასხვა ლიტერატურული მასალა იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. მასში შესულია უძველესი ქართული იადგარი („საგალობელნი იადგარნი“), უნიკალური მნიშვნელობის კალენდარი „კრებაჲ თთვეთაჲ წელიწდისათაჲ“, რომლის შესადგენად იოანე ზოსიმეს გამოუყენებია კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, საბაწმინდის კალენდრები და სხვა. 

იოანე ზოსიმეს სახელს უკავშირდება კრებული–„მცირე იადგარი“, რომლის მეორე ნაწილი მთლიანად მის მიერაა დაწერილი. იადგარი შეიცავს საუფლო და დიდ დღესასწაულთა საგალობლებს, თუმცა იოანე ზოსიმემ ქართულ მწერლობაში სახელი დაიმკვიდრა , პირველ რიგში, როგორც პოეტმა. კ. კეკელიძე მას მიაკუთვნებს ეროვნული თვითშეგნების აღმავლობით აღბეჭდილ საგალობელს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. ნაწარმოები იქმნებოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, როცა ტაო–კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას და როდესაც უკვე იგრძნობოდა ქართული მიწის გამაერთიანებელი ძალის პულსაცია.  ყოველივე ეს სიხარულით აღავსებს იოანეს და ქებათა ქებას უძღვნის ქვეყნის გამაერთიანებელ ქართულ ენას: „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა... მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა... რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ავტორის ღრმა რწმენით  „ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“. ავტორს ჩამოთვლილი აქვს ქრისტიანული სიმბოლიკები, რომლებზე დაყრდნობითაც იგი ხსნის ქართული ენის მესიანისტური კონცეფციის ეზოთერულ საფუძველს. მიუხედავად მრავალი მეცნიერის მცდელობისა, ყველა სიმბოლოს ბოლომდე გახსნა კიდევ ვერ მოხერხდა, თუმცა ძეგლის საერთო ჩანაფიქრი, იდეა გამოკვეთილია: ქართული ენა საღმრთო ენაა, რომელიც წმინდად ინახავს თავს მეორედ მოსვლამდე.
გოდერძი ჩოხელი (1954-2007)
ბიოგრაფია


“გოდერძი ჩოხელის მოთხრობები სამშობლოს, იმედის, რწმენის, სიყვარულის, სიკეთის, მშვენიერების გადასარჩენად დადებულ სამანებს მოჰგავს ჩვენ შეუმღვრეველ და ჟამარეულ საწუთროში.” 
მარიამ წიკლაური


გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა, უფრო ზუსტად, გზად სოფელ ბურსაჭირისკენ. სოფელი ჩოხი წმიდა ადგილად ითვლებოდა იქ არსებული წმ. გიორგის სალოცავის გამო და ამიტომ დედამისი მთაში წავიდა თავის დედ-მამასთან, თუმცა ადგილამდე ვერც მიაღწია _ ასე დაიბადა პატარა გოდერძი. დედამისი თურმე მწყებსებმაც არ შეუშვეს სახლში, რადგან მთის ადათის მიხედვით მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა და ის ღამე საცოდავმა დედა-შვილმა გომურში გაატარა. ორმოცი დღის გოდერძი ბურსაჭირიდან მშობლიურ ჩოხში დააბრუნეს. იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა, შემდეგ კი სწავლა ფასანაურში განაგრძო. მეოთხე კლასში იყო, როცა ფილმი პირველად ნახა და იმ დღიდან გადაწყვიტა ცხოვრება კინოსთვის დაეკავშირებინა.  

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გოდერძი დედაქალაქში ჩამოვიდა და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით სწავლა ახლადშექმნილ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე განაგრძო, ლანა ღოღობერიძის სახელოსნოში. მისი პირველი საკურსო ფილმი იყო “ნამეხარი მუხა,” ხოლო მეორე საკურსო ფილმმა _ “ადგილის დედა” _ ქალაქ ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. თავად გოდერძი ჩოხელი ჯილდოს ასაღებად არ წასულა, მან არც კი იცოდა, რომ მისი ნამუშევარი ფესტივალზე იყო წარდგენილი. მოგვიანებით მის “სამოთხის გვრიტებს” მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ნიკა” უდიდესი აღიარება ხვდა წილად.


1979 წელს ჩოხელმა თეატრალური ინსტიტიუტი დაამთავრა და გადაიღო სადიპლომო ნამუშევარი “მიწისმზომელები”. იმავე წელს მან კონოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობა დამდგმელ რეჟისორად დაიწყო. მისი სადებიუტო ფილმი  იყო “ბაკურხეველი ხევსური”. ამას მოჰყვა საკუთარ სცენარებზე შექმნილი ფილმები: “მეკვლე” (1981), “აღდგომა” (1982), “ადამიანთა სევდა” (1984), “წერილი ნაძვებს” (1986), “უცხო” (1988), “აღდგომის ბატკანი” (1988), “ცოდვის შვილები” (1989), “სამოთხის გვრიტები”, (1997), “ლუკას სახარება” (1998), “მიჯაჭვული რაინდები” (2000), რომლებმაც მაყურებლის ყურადღება იმთავითვე მიიქციეს ეროვნული ყოფიერების, მთის ტრადიციებისა და ხალხური მოტივების საოცრად ფაქიზი გადმოცემით, ცხოვრებისეული  რეალიების  ორიგინალური ხედვით. ჩოხელის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ვაჟა-ფშაველას ჰუმანიზზმა, ამიტომ მის ფილმებში მკვეთრი ფერებით დახატული რეალობა მაინც ყოველთვის კაცთმოყვარეობისა და მიმტევებლობის უდიდესი განცდით აღიქმება. როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, გოდერძი ჩოხელი უპირველესად თავად განიცდიდა და გრძნობდა საკუთარი გმირების ადამიანურ ბუნებასა და სამყაროში ჰარმონიისაკენ სწრაფვის წყურვილს. ამ იდეითაა განმსჭვალული არა მარტო მისი საოცარი ფილმები, არამედ მისი მოთხრობები და რომანები. წერა 1977 წელს დაიწყო, თუმცა მისი პირველი წიგნი “წერილი ნაძვებს” 1980 წელს დაიბეჭდა. მის ნაწარმოებებს პირველები ნიკო კეცხოველი და ნოდარ წულეისკირი გამოეხმაურნენ. Mგოდერძის შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო მისი პედაგოგი ლანა ღოღობერიძე.
ჩოხელის წიგნებში (“ადამიანთა სევდა,” “თევზის წერილები,” “მგელი”, “წერილი ნაძვებს”, “მღვდლის ცოდვა”, “შემინახე დედაო მიწავ”, “ბედი მდევარი”, “ცასწასვლა”, “ბალახის ცხოვრება”) ვაჟასეული დიდი ჰუმანიზმი სამყაროს გამოუცნობ, მისტიკურ-ირეალურ აღქმასთან არის შერწყმული. ამიტომ რთულია რეალურისაგან გაარჩიო მითიური, ზღაპრული, უცნაური და არნახული. სწორედ თხრობის ამგვარი ორიგინალური მანერა იზიდავს მკითხველს გოდერძი ჩოხელის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სამყაროში. აქ ადამიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია სიკეთე, სიყვარული, სათნოება და სისადავე. როგორც თავად მწერალი მეგობრებთან ამბობდა, ამ სამყაროში იგი საკუთარ “სულის პეპელას” გადაჰყავდა. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობდა და განიცდიდა მისი “სულის პეპელა”, როცა ჰუმანისტმა მწერალმა და რეჟისორმა მონასტერში თვითმკვლელობა სცადა... მაშინ გოდერძი ჩოხელი გადარჩა, მაგრამ ძალიან რთული იყო მისი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც თვითგამოხატვისა და რეალიზების საშუალება აღარ ჰქონდა. ამ ინციდენტმა, თითქოს, გამოაფხიზლა ქართული ინტელიგენცია, რომელმაც მწერლის დეპრესიიდან გამოყვანა ერთეული ვიზიტებით სცადა, თუმცა კრიზისი, რომელიც ჩოხელს სიცოცხლის ბოლო წლებში თავს დაატყდა, მისი მგრძნობიარე ადამიანური ბუნებისათვის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში მაშინ შემოქმედებისათვის საჭირო მატერიალურიLრესურსების მოპოვება ძალიან რთული იყო და ხელოვანთაგან ბევრს უჭირდა. გოდერძი ამბობდა: ჩოხელები ჯიუტები ვართ და მეც დღემდე ჯიუტად ვწერო. და წერდა. ოღონდ ეგ არის _ ეს საოცარი და იდუმალებით მოცული ნაწერები ფირზე ვეღარ გადაჰქონდა... ქართულმა კინემატოგრაფმა მისი სახით ღრმა ფსიქოლოგიური განცდის თვითმყოფადი რეჟისორი დაკარგა. 

გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს 53 წლისა გარდაიცვალა. იგი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს.

წარმომავლობა

შოთა რუსთაველის ფრესკაიერუსალიმის ჯვრის მოსანტერში
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეებისქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტსრუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიანთეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძეგ. წერეთელია. შანიძე, რომელთაციერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ —მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

განათლება

თბილისი 1848-1856 წლები

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქშემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროსპეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიისნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - “თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.
სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკისგერცენისდობროლიუბოვისჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

შემოქმედება

ილია 1860 წელს პეტერბურგისუნივერსიტეტში სწავლის პერიოდში
1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა "ქართლის დედა". „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა„კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერისჰაინესრიუკერტის,ბაირონისსკოტისშენიესპუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“(1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.
ილია ჭავჭავაძე
ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა„გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურულიმანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.

სამშობლოში მოღვაწეობა

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
ილიასა და აკაკის ძეგლი 1-ლ გიმნაზიასთან, თბილისი.
1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.
1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).
1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

„ივერია“

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ივერია (გაზეთი).
ილიას დაარსებული "ივერია"
1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.
1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“»1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.
ილია ჭავჭავაძე თბილისში.
ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმისსაგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).
ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტიბელეტრისტიდრამატურგიმთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კისაქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.

ეროვნული მოძრაობა

ილია ჭავჭავაძის სახლი ანდრიას ქუჩაზე, თბილისი.
მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.
მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.
1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი იყო ილია ჭავჭავაძის დიშვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.
1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.

მკვლელობა

ილიას დაკრძალვა თბილისში, 1907.
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთანექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

მემკვიდრეობა

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.