
რომანები:
- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ — 1960 წ.
- „მე ვხედავ მზეს“ — 1962 წ.
- „მზიანი ღამე“ — 1967 წ.
- „ნუ გეშინია, დედა!“ — 1971 წ.
- „თეთრი ბაირაღები“ — 1973 წ.
- „მარადისობის კანონი“ — 1978 წ.
- „ხაზარულა“
ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ,მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.
დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟ. ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 წ. რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).
No comments:
Post a Comment