ვახტანგ ჭელიძე (1917- 2005 )
ბიოგრაფია |
მწერალი, მთარგმნელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. 1948-52 წლებში იყო ,,საბლიტგამის” მთავარი რედაქტორი, შემდგომ ჟურნალების: ,,ნიანგის”, ,,ცისკრის” რედაქტორი. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი. მწერლის პირველი თარგმანებია შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა” და ,,ვენეციელი ვაჭარი,, პირველი ორიგინალური ნაწარმოები კი – ბიოგრაფიული რომანი ,,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა”, რომელიც 1955 წელს გამოქვეყნდა. ვახტანგ ჭელიძეს თარგმნილი აქვს ინგლისურენოვანი ლიტერატურის წარმომადგენელთა თხზულებები. 1978 წელს სწორედ მთარგმნელობითი მოღვაწეობისათვის მიენიჭა მას ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. იგი იყო ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილების, ესეების ავტორი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები”. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. |
No comments:
Post a Comment